info@urologycenter.ge     Call Us: 2 77-00-67, 568-12-36-36

პაციენტთათვის

ძვირფასო პაციენტებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე. 

ჩვენი ცენტრის ძირითად სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესების სფეროში შედის უროლოგიის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის შემდეგი აქტუალური საკითხები: ონკოუროლოგია (თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდის დერივაცია, ქიმიო, იმუნო და ჰორმონოთერაპია); ენდოუროლოგია (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა ენდოსკოპიური, „უსისხლო“ მეთოდებით); ლაზერული ტექნოლოგიები (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ლაზერული ვაპორიზაცია და ენუკლეაცია, ურეთრის სტრუქტურის ლაზერული ქირურგია); ლაპაროსკოპია (პროსტატისა და თირკმლის კიბოს, თირკმლების ანომალიების ლაპაროსკოპიული ოპერაციები, ლაპაროსკოპიული დონორ ნეფრექტომია); პედიატრიული უროლოგია; უროგინეკოლოგია; დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (სისხლძარღვოვანი სადიალიზო არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირება, პერიტონეული დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია) და მრავალი სხვა.

შეგვეხმიანეთ, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა თქვენს შეკითხვას.

პატივისცემით,

გიორგი მანაგაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი