info@urologycenter.ge Call Us: 2 77-00-67, 568-12-36-36
ყოველი პაციენტი, რომელიც თავსდება უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, საჭიროებს წინასაოპერაციო კარდიოლოგიურ კვლევას და ხშირ შემთხვევაში, წინასაოპერაციო მომზადებას. ამისათვის, პაციენტს ვუღებთ კარდიოგრამას (დიაგნოსტიკური განყოფილების „ეკგ“ კაბინეტში), ისაზღვრება კოაგულოგრამის, ლიპიდური ცვლის მონაცემებში. საჭიროებისამებრ კი პაციენტს ენიშნება კარდიოექოსკოპიური გამოკვლევაც.
აღნიშნული მონაცემების შეფასების შემდგომ, პაციენტს კარდიოლოგის მიერ უტარდება კონსულტაცია. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ინიშნება წინასაოპერაციო მედიკამენტოზური მომზადების კურსი.
ჩვენი განყოფილება აღჭურვილია იაპონური წარმოების თანამედროვე დიგიტალური აპარატით - SHIMADZU, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებული იქნას ფართო სპექტრის, მულტიპროფილური გამოკვლევევი, როგორებიცაა: სრული ურერენტგენოლოგია (კონტრასტული და არაკონტრასტული, ინვაზიური და არაინვაზიური კვლევები); საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონტრასტული კვლევა; გულ-მკერდისა და ძვლოვანი სისტემის RO-გრადია.
სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ჩვენი განყოფილება აწარმოებს 5900 გამოკვლევას, აქედან 3850 მიეკუთვნება ურორენტგენოლოგიას, ხოლო დანარჩენი კი მულტიპროფილურია.
განყოფილება მუშაობს: ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 17:00
პაციენტის წინასწარ ჩაწერისთვის : 277-38-24.