contact@urologycenter.ge     Call Us: 2 77-00-67, 568-12-36-36

პაციენტთათვის[en]

ძვირფასო პაციენტებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე. 

ჩვენი ცენტრის ძირითად სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესების სფეროში შედის უროლოგიის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის შემდეგი აქტუალური საკითხები: ონკოუროლოგია (თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდის დერივაცია, ქიმიო, იმუნო და ჰორმონოთერაპია); ენდოუროლოგია (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა ენდოსკოპიური, „უსისხლო“ მეთოდებით); ლაზერული ტექნოლოგიები (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ლაზერული ვაპორიზაცია და ენუკლეაცია, ურეთრის სტრიქტურის ლაზერული ქირურგია); ლაპაროსკოპია (პროსტატისა და თირკმლის კიბოს, თირკმლების ანომალიების ლაპაროსკოპიული ოპერაციები, ლაპაროსკოპიული დონორ ნეფრექტომია); პედიატრიული უროლოგია; უროგინეკოლოგია; დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (სისხლძარღვოვანი სადიალიზო არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირება, პერიტონეული დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია) და მრავალი სხვა.

შეგვეხმიანეთ, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა თქვენს შეკითხვას.

პატივისცემით,

გიორგი მანაგაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი